გადავედით საყოველთაო გავრცელებაზე - ამირან გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის კლასტერული გავრცელებიდან, ქვეყანა საყოველთაო გავრცელებაზეა გადასული.

"ველოდებით, რომ გარკვეული პიკური პერიოდი შეიძლება იყოს, აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ნახევარი. ვადასტურებ, რომ მესამე ტალღა ნამდვილად არის. ე.წ. კლასტერული გავრცელებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით. დაახლოებით 20-მდე „კლასტერი“ იყო და ახლა უკვე ყველა რეგიონში გვაქვს შემთხვევების ზრდა“