ცოტა ხნის წინ გზაზე მეწყერი ჩამოწვა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან


ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე, რამდენიმე ადგილას, კლდე ჩამოიშალა. შემთხვევის გამო გადაადგილება შეფერხებულია. ჩანგრეულია გზის ცენტრალური ნაწილიც. სპეცტექნიკის გარეშე კი გაწმენდითი სამუშაოები ვერ ხერხდება.

ადგილობრივების თქმით, რამდენიმე ადგილზე ჩანგრეულია ბეტონის გზა. ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ თუ გზის აღდგენის სამუშაოები არ დაიწყება, გზა შესაძლოა მთლიანად ჩამოიშალოს.