დაბალი აქტივობა ვაქცინაციაზე - ნახეთ რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით: ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 530 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ აცრილია 29 184 ადამიანი.

ვაქცინაცია ქვეყანაში 15 მარტიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისიდან ვაქცინაცია "სინოფარმით" გაგრძელდება.