ჩვენი ამოცანა უცვლელია, გონივრული კომპრომისი - ბოკერია


გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციას სჭირდება გონივრული კომპრომისი.

"ჩვენი ამოცანა არის უცვლელი. ჩვენ გვინდა გონივრული კომპრომისი, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა მოიცავდეს პოლიტპატიმრების თემას და სვლას ვადამდელი არჩევნებისკენ, შეთავაზებული გვაქვს პლებისციტის სახით და ბუნებრივია ვადებზე უნდა ვისაუბროთ. ყველა შესაძლებლობას, სადაც შანსი იქნება, რომ ეს კვანძი გაიხსნას და დაიწყოს ქვეყანამ გამოსვლა კრიზისიდან, ამისთვის ჩვენ ყველა შანსის გამოყენებას ვაპირებთ," - განაცხადა ბოკერიამ.