ხვალიდან თბილისში ახალი საბაგირო გზა ამოქმედდება


ხვალიდან თბილისში უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ამოქმედდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.