ნახეთ ტრაგიკული ისტორია, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა - ტერორისტული აქტის დეტალები

უსაფრთხოების დაცვა და მისი შენარჩუნება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევაა. ტერორიზმი, როგორც გლობალური საფრთხე, საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია.

რა არის ტერორიზმი და რა არის ტერორი? - ამ კითხვაზე უამრავი პასუხის გაცემაა შესაძლებელი, თუმცა, მსოფლიო თანხმდება, რომ ტერორისტული აქტის მიზნები პოლიტიკურია და იგი დროსა და გარემოს შესაბამისად ცვალებადია.

ტრანსფორმაციას განიცდის ძალადობრივი ინსტრუმენტების ფორმებიც, რის შემდეგაც ტერორი უკვე ომის ფაზაში გადადის და მისი მიზანი უკვე შერჩეული სუბიექტისთვის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედების იძულებაა.

საქართველოსთვის ტერორისტული აქტები კარგად ნაცნობია. გასულ საუკუნეშიც და მომდევნო წლებშიც, ქვეყანაში ტერაქტების მთელი სერია იყო და მას სხვადასხვა სამიზნე ჰყავდა. ასეთი შეიძლება ყოფილიყო ქვეყნის პირველი პირი, სტრატეგიული ობიექტი და ა.შ

2005 წლის 15 თებერვალი, აფეთქების ხმამ ქალაქი მოიცვა. მაშინ გაირკვა, რომ აფეთქება ქალაქის სამხარეო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ გარშემო მდგარი შენობებისა და საცხოვრებელი კორპუსების მინები დაიმსხვრა.

პირველივე წუთებიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობის წინ მდებარე ლურჯი ფერის ავტომობილში იყო დამონტაჟებული.

საქმის გამოძიებას 5 თვე დასჭირდა. გაირკვა ტერორისტების ვინაობაც, ესენი არიან გია ვალიევი, გია ზასიევი და მათთან ერთად, გორში სამხარეო პოლიციის შენობასთან აფეთქებული ავტომანქანის შემძენი - იოსებ კოჩიევი. აღნიშნულმა პირებმა აღიარეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ, შიდა ქართლში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლების ინსტრუქტაჟით მოქმედებდა.

„ჩემი ჯგუფის უფროსი იყო ანდრეი ზასიევი, ამ ტერაქტის ორგანიზატორი იყო იგორი. მისი დავალებით ანდრეი ზასიევმა ჩვენს თანამშრომელს მისცა მანქანის შესაძენი ფული“.

გორში პოლიციის ეზოში დანაღმული ავტომობილის აფეთქების გარდა, ზემოთ აღნიშნულმა ტერორისტთა ჯგუფმა, თავის თავზე აიღო 2004 წლის შემოდგომაზე მომხდარი სხვა ტერორისტული აქტებიც, მათ შორის, გორის რაიონში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის „ქართლი 2“ -ის აფეთქება, კასპის რაიონში სარკინიგზო მონაკვეთის აფეთქება და ხაშურის რაიონში ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის ნავთობსადენის რადიოგადამცემი სადგურის აფეთქება.

გორში მომხდარ საზარელ ფაქტს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ესენი არიან: თამაზ იაკობიძე, გიორგი მთვარელიძე და იოსებ მინდიაშვილი, დაშავდა 70.