გიგანტური თევზი - ახალ სამხრეთ უელსში 271-კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს






ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროსთან 271-კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს, რაც სავარაუდოდ ახალი რეკორდია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წინა რეკორდის შემთხვევაში 148-კილოგრამიანი თევზის დაჭერა მოხერხდა, თუმცა ამ შემთხვევაში მეთევზეებმა 123 კილოგრამით უფრო მძიმე თინუსის დაჭერა მოახერხეს.

მეთევზეები თევზის ამოყვანას 45 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, აღსანიშნავია, რომ თინუსის საშუალო წონა დაახლოებით 60 კილოგრამია.