განიხილება თუ არა სრული ლოკდაუნი? - თორნიკე რიჟვაძის განმარტება


ბოლო დღეებში არსებული დინამიკა არის საკმაოდ საყურადღებო, - ამის შესახებ ეპიდვითარების შეფასებისას თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე დღეს შესაძლოა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელონ.

„დღეს გვექნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში. თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება. დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები“, - განაცხადა რიჟვაძემ

​გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.