❗ (+18) გაფრთხილება: სტატია შეიცავს მძიმე კადრებს - ნახეთ ლეგენდარული ტყის ისტორია, სადაც ხალხი თავს იკლავს


აოკიგაჰარა - ლეგენდარული ტყე იაპონიაში.

თუ მოარულ ამბებს და მართლაც შემაშფოთებელ, შოკისმომგვრელ ისტორიებს მივენდობით, ბუნების მშვენებითა და ჰარმონიით გაჯერებული აოკიგაჰარას სახელით ცნობილი ტყე იაპონიაში, საშინელებათა ფილმის გადასაღებ მოედანს მოგვაგონებს, თუმცა, ეს რეალობაა.

იაპონიაში მდებარე ულამაზეს ტყეს მთელი მსოფლიო იცნობს. იცნობენ არა თავისი გასაოცარი ფლორით, არამედ იმ შემზარავი, მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორიებით, რომლებიც ლეგენდარულ ტყეს უკავშირდება.

ეს ტყე თვითმკვლელთა ტყის სახელითაა ცნობილი, რადგან აქ ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც სიცოცხლის დროზე ადრე დასრულება სურთ, ამისთვის კი სუიციდს მიმართავენ.

მიუხედავად მართლაც გამორჩეული სილამაზისა, აქ ყოფნით იმ სულიერი სიმშვიდის მოპოვება, რომელსაც ადამიანს ტყე აძლევს, შეუძლებელია. ტყე სავსეა გვამებით, აოკიგაჰარა ვულკან ფუჯის ძირშია გადაჭიმული. თვითმკვლელთა ტყის მეორე სახელწოდება ხეების ზღვაა. ეს ის შემთხვევაა, როცა სახელი და რეალობა 100% ემთხვევა, რადგან ეს სახელწოდება სრულებით მართლდება იმ მიზეზის გამო, რომ ფუჯის მთიდან ან ვერტმფრენიდან მისი აღქმა, როგორც ტყის მასივის, შეუძლებელია. ტყეს მაღალი სიმაღლიდნ მოლურჯო ფერი გასდევს, რაც მოლივლივე ზღვას გვაგონებს.

იაპონიაში ამ ტყის სახელის წარმოთქმით, ადგილობრივების შეშინებას გამოიწვევთ, ექსტრემის მოყვარულ ადამიანებს ეს ტყე ნამდვილად იზიდავს, თუმცა, აოკიგაჰარაში მარტო შესვლა არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილებაა, ამ ტყეს თქვენი ‘’შთანთქმა’’ შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ტყის სიღრმისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს კარგად არ იცნობთ, დაიკარგებით. საკმარისია ბილიკიდან ერთი არასწორი მიმართულების აღება და თქვენ დიდი ხნით, ან სულაც, სამუდამოდ აოკიგაჰარას ნაწილი გახდებით. ტყეში შესვლით ფუნქციას კარგავს ის მოწყობილობები, რომლებიც იდეაში დაკარგვის დროს თქვენი მხსნელი უნდა იყოს. თვითმკვლელთა ტყე გადარჩენის სასუალებას, ფაქტობრივად არ გიტოვთ. აოკიგაჰარაში სიცოცხლეს თვითმკვლელობით კვირაში მინიმუმ ერთი ადამიანი ასრულებს.

ლეგენდების თანახმად, ამ ტყეში ცხოვრობენ მოჩვენებები. მას საშიში ჯერკიდევ შუა საუკუნეებში უწოდეს, როდესაც შიმშილის წლებში, სასოწარკვეთამდე მისულ ღარიბებს დაუძლურებული ახლობლები ამ მიდამოებში მოჰყავდათ და აქვე, სიკვდილის პირისპირ ტოვებდნენ.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სწორედ იმ ადამიანების სულები ბინადრობენ ტყეში, რომლებიც ახლობლებმა საიკდილთან მარტო დატოვეს, ახლა კი მათ მოჩვენებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული გზააბნეულ ტურისტებზე, რაც მათი მხრიდან ერთგვარი შურისძიებაა.

1970 წლიდან სამართალდამცავებმა ოფიციალურად დაიწყეს ამ ტყიდან სუიციდის მსხვერპლთა ცხედრების გამოტანა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, 5 მილიონი იენი გამოიყოფა. წელიწადში ერთხელ, პოლიცია მოხალისეების ჯგუფთან ერთად,ასუფთავებს ტყეს გარდაცვლილთა გვამებისგან. მსგავსი რეიდების დროს 30-დან 80-მდე ადამიანის ცხედარს პოულობენ.

იმისთვის, რომ ტყეში თვითმკვლელობების სერია დასრულდეს, ადგილობრიი ხელისუფლება სხვადახვა მეთოდებს მიმართავს. ტყის სიღრმეში განთავსებულია ბანერები სხვადასხვა წარწერებით, იმისთვის, რომ ტყეში შესულმა თვითმკვლელებმა გადაწყვეტილება შეცვალონ.

თქვენი ცხოვრება შეუფასებელი საჩუქარია თქვენი მშობლებისგან. იფიქრეთ მათზე და თქვენს ოჯახზე. თქვენ არ ხართ ვალდებული დაიტანჯოთ მარტოობაში, დაგვირეკეთ - 22-0110

ტყეში შესულ ადამიანებს დიდი ფსიქოლოგიური წნეხის გადალახვა უწევთ, რადგან აქ მისულებს ხშირად სულები მოჩვენებები და სხვა შემზარავი არსებები ელანდებათ. რისი გვწამს ჩვენ ეს სადაო საკითხია, თუმცა, ფაქტია, რომ აოკიგაჰარა ყოველწლიურად ათობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.

ტურისტები აოკიგაჰარას ტყეში