მეტროსადგურ "გოცირიძის" გახსნა ისევ გადაიდო


მეტროსადგურ "გოცირიძის" გახსნა რამდენიმე ხნით გადაიდო. სადგურს მაისის დასაწყისში უნდა მიეღო მგზავრთა ნაკადი, თუმცა როგორც "მთავარის" ვებგვერდს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიმდინარე სამუშაოების ჩატარების დროს, გამოიკვეთა, რომ დამატებითი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო, რაც მაისის დასაწყისამდე ვერ მოესწრება.

"მაისის დასაწყისში უნდა გახსნილიყო სადგური, ოღონდ არ ნიშნავს ეს, რომ სამუშაოები დამთავრდებოდა, შეეძლებოდა მგზავრების მიღება, თუმცა, ამის პარალელურად სამუშაოებიც გაგრძელდებოდა. მაგრამ მიმდინარე სამუშაოების დროს გამოიკვეთა, რომ საჭირო გახდა ახალი მოცულობითი სამუშაოები. რომელზედაც უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რადგან ამ დროისთვის მომუშავე კომპანია ახალი სამუშაოების შესრულებას ვერ უზრუნველყოფს", - ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.