5 სასარგებლო პროდუქტი, რომელიც გაზაფხულზე სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებთ


გაზაფხული დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეები ამიერიდან მხოლოდ დაგრძელდება, უფოთლო ხეების ყურება აღარ მოგვიწევს და ნელ-ნელა სქელ ტანსაცმელსაც საჭირო ადგილას დავაბინავებთ. მოდით, შევთანხმდეთ, რა ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ თოვლი და თხილამურებზე სრიალი, ჩვენს ორგანიზმს ზამთარი დიდად არ მოსწონს.

ევოლუციურად, ჩვენ მიჩვეული ვართ იმ საკვების მიღებას, რომელიც ჩვენ გარშემო იზრდება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ იმ სეზონურ პროდუქტებს, რომლებიც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ და სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებთ.

1.ისპანახი

ისპანახი - ძალიან სასარგებლო თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის - DEDIKO

ისპანახი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას. ნიგვზიანი ისპანახის გარდა, ამ პროდუქტით შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები ან უბრალოდ ერბოკვერცხთან ერთად მიირთვათ.

ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ რამდენიმე კილო ისპანახისგან საბოლოოდ ყოველთვის ერთი მუჭა რჩება.

2. ახალი ნიორი

ჭამეთ ნიორი ყოველდღე და ნახეთ რა მოგივათ… – თვალსაზრისი

ნიორი იმუნიტეტს ამაღლებს და მძლავრი იარაღია ვირუსებთან საბრძოლველად. სასარგებლოა გულისთვის და სისხლძარღვებისთვისაც.

თუ ახალი ნიორის ჭამისგან რაიმე მიზეზით იკავებთ თავს, მაგალითად, პარტნიორის გამო, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა გვერდით ადამიანი, რომელსაც თქვენი იმუნიტეტი არ აღელვებს?

3. ახალი კარტოფილი

ახალი კარტოფილი კამით და სვანური მარილით - Salata.ge

ახალ კარტოფილს ძველთან შედარებით ნაკლები კალორია აქვს და კიდევ ერთი ფაქტი: მართალია, C ვიტამინზე ყველას ციტრუსები გვახსენდება, მაგრამ ახალ კარტოფილში C ვიტამინის დღიური ნორმის 32%-ია თავმოყრილი.

4. მარწყვი

მარწყვი - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

მარწყვი ყველას უყვარს და სავსებით დამსახურებულად: ის სავსეა A, B1, B2, B9, C და E ვიტამინებით, თუმცა კალიუმს, თუთიასა და იოდსაც შეიცავს.

სამწუხაროდ, მარწყვისთვის ლოდინი გვიან გაზაფხულამდე მოგიწევთ.

5. ბროწეული

ბროწეული - Borjomi - Gastronomy

ბროწეულის გარჩევა ყველას დაგვზარებია, მაგრამ მისთვის წვალება ნამდვილად ღირს, რადგან A, C, E, B1, B2 ვიტამინებს შეიცავს. ოღონდ, მწვადზე მოყრილი ბროწეული არ ითვლება.