ინფიცირებული 1271 და 11 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა


გასული დღე - ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირებულია 1271 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 729 და გარდაიცვალა 11 ადამიანი.

Stopcov.ge - ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 995 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 539 PCR ტესტით.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.