"არ გვაძლევენ კანონიერი მშვიდობიანი აქციის უფლებას, რომ დავდგათ კარვები და იქ გავათენოთ ღამეები, რატომ ვართ ამ ქვეყანაში ასეთი დაუცველები ჩვენ, სახლი გვენგრევა" -აქცია ჭიათურაში


ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქალაქ ჭიათურის მერიასთან . ერთი აქციის მონაწილები აპროტესტებენ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მათი სახლებისა და ეზოების ქვეშ მადანის მოპოვებას, რითაც მათი სახლები ნგრევის საშიშროების ქვეშაა.

რაც შეეხება მერისათან მიმდინარე მეორე აქციას, მას მაღაროელები მართავენ მათი შრომის ადეკვატური ანაზღაურების მოთხოვნით.