⚠ საქართველოს პრეზიდენტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გიორგი რურუა შეიწყალა


"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა.

გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის ნაწილი დღეს, 27 მარტს პარლამენტში შევიდა და ამნისტიის კანონი დარეგისტრირდა.