ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო – ნახეთ გორელი ძიუდოისტების კიდევ ერთი წარმატება
გორელმა ძიუდოისტმა გოგონებმა საქართველოს პირველობა ძიუდოში 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. მათი მფლობელები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
ოქრო - მარიამ ბურძენაძე (კლუბი ,,გორიჯვარი") 63 კგ. ოქრო
ვერცხლი - ნინი იაშვილი (48 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა) და მარიამ მაისურაძე (+70 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა)
ბრინჯაო - თაკო გიგოლაევი (48 კგ. კლუბი ,,გორიჯვარი")