ნახეთ გამოვლინდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი


საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევის ლაბორატორიული გამოვლენა არ მომხდარა, თუმცა საქართველოში აღნიშნული შტამის დაფიქსირების ალბათობა არსებობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის მიერ ხდება სხვადასხვა შტამების კვლევა და საქართველოში ამ დროისთვის ძირითადად კორონავირუსის ბრიტანული შტამია დაფიქსირებული.

​"ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა. ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა, ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყანაში ნამდვილად არის, მაგრამ მოგეხსენებათ, რასაც ჩვენ ვასეკვენირებთ და ვიკვლევთ შტამებს, ძირითადად არის ბრიტანული შტამი",- თქვა ამირან გამყრელიძემ.