სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ - აქცია ლაგოდეხში


ლაგოდეხის რაიონ სოფელ ბაისუბანში სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.მათი თქმით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა ჯერ არ მომხდარა არადა უკვე ერთი კვირა გავიდა რაც სტიქიამ ადგილობრივების ვენახები დააზარალა. მათ არც იმასთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია მოხდება თუ არა ზარალის ანაზღაურება.

უქმე დღეები ეს არის მიზეზი, რომლითაც მერია აქციის მონაწილეებს შეხვედრაზე უარს ეუბნება.