მებაჟე ოფიცრებმა 2400 ღერი არადეკლარირებული, სიგარეტი გამოავლინეს


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეების სატრანსპორტო საშუალებები დეტალურად დაათვალიერეს და არადეკლარირებული 2 400 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა დაეკისრათ და ჩამოერთვათ საქონელი.