უნდა ავიცრათ - ხატია დეკანოიძე


ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე წერს, რომ უნდა ავიცრათ.

"უნდა ავიცრათ! სხვა გამოსავალი ნორმალური ცხოვრების გაგრძელების არ არსებობს. ერთი წლის შემდეგ, პირველად ვნახე ახლო მანძილიდან აცრილი მშობლები და ჩავეხუტე. ნუ უსმენთ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს, აცრა ერთადერთი გამოსვალია. მე 10-ში ვიცრები და იმედი მაქვს, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გავუფრთხილდები. აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა, მარტო ჩვენი არა, სხვისი სიცოცხლის". - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.