გასული 4 წელი ოპოზიციისთვის იყო სულ უქმე დღეები - სოზარ სუბარი


ქართული ოცნების დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გასული 4 წელი ოპოზიციოენრებისთვის იყო სულ უქმე დღეები.

"ბიურო რომ დღეს ჩაინიშნოს, რადგანაც პარლამენტის სხდომები გადავდეთ და ჩვენ ვაკეთებთ ამას, რასაც მოვუწოდებთ მთელ ქვეყანას და ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები, სესიაზე განხილვა [ამნისტიის კანონპროექტის] მაინც დაიწყება მაშინ, როცა პარლამენტი დაიწყებს მუშაობას.

ბიურო როდის ჩაინიშნება ამას არ აქვს არანიარი მნიშვნელობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის მართლა არაფრის გამო ატეხილი ხმაური, სალაპარაკო რომ აღარაფერი დარჩა ზოგიერთ ოპოზიციონერს, ცდილობენ რაღაც თემა გამოძებნონ.

გასული 4 წელი ოპოზიციისთვის იყო სულ უქმე დღეები და გასული 6 თვეც სულ უქმე იყო, დარწმუნებული იყავით, 2- ჯერ შემოვლენ პარლამენტში და ისევ სულ უქმე დღეები დაიწყება ამათთვის. არ დადიან, არ მუშაობენ, განცხადებების მეტი არაფერი უნდათ და ეს განცხადებებიც დერეფანს ვერ გასცდნენ ძირითადად. მათ ჭკუაზე რომ გაგვევლო, შეწყვეტილი ექნებოდათ მანდატებიც და საერთოდ ვერ შემოვიდოდნენ პარლამენტში, შემოვიდნენ და მადლობასაც არ იხდიან, რომ ასეთი ბედნიერები არიან". - განაცხადა სოზარ სუბარმა.