ეკონომიკის ქსპერტები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში კრიზისი და მძიმე ვითარებაა


საქართველოში ეკონომიკური კუთხით მძიმე მდგომრეობის არსებობაზე თანხმდებიან ექსპერტები, ისინი ამბობენ რომ ამ კუთხით მძიმე ვითარების ფონზე ნებისმიერი შეზღუდვა უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის კეთილდღეობაზე.

"ყოველ ჯერზე ნებისმიერი ტიპის შეზღუდვები, რაც ხელისუფლებამ დააწესა, ამან გამოიწვია ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა, უმუშევრობის გაზრდა, სიღარიბის გაზრდა. მანამ სანამ არ მოიხსნება ყველა შეზღუდვა და ეს შეზღუდვების მოხსნა არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ მაგალითად 2019 წელს ჩვენ შეზღუდვები არ გვქონდა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში იყო არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რაც გვქონდა წინა წლების განმავლობაში. ამიტომ გარდა ამ შეზღუდვების მოხსნისა დამატებითი სტიმულებია საჭირო ეკონომიკას რომ მივცეთ და თითოეულ მოქალაქეს", - ამბობს ფინანსისტი, ზვიად ხორგუაშვილი.

ეკონომისტი, ოთარ აბესაძე თვლის, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების მთავარი ამოცანი ეკონომიკურად აქტიური ადამიანია, მაშინ მათი მხრიდან დამატებითი შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს.