❗ ''ბაბუაშენს ხო აუხდა დედის წყევლა, წამართვა შვილი და ცოცხალ-მკვდარი დამტოვა'' - სოციალურ ქსელში დედის სულისშემძვრელი ისტორია ვრცელდება


რამდენიმე დღის წინ, ჯგუფში „ვეძებ“ სულისშემძვრელი ისტორია გავრცელდა. ამბავი ეხებოდა ქალს, რომელიც საქართველოში დაბრუნდა და წლების წინ გაშვილებულ შვილს ეძებდა.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ გოგონა, სახელად კრავაი დედამ იპოვა.

ბავშვთა სახლში ჩავაბარე გოგონა, ლამაზი და ჯანმრთელი. სვანი ვარ, შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე და სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან, მამაჩემმა სანადირო თოფი თავზე მიადო და რომ არა ჩემი ძმა, არ მინდა ვიფიქრო რა მოხდებოდა, მზარავს. გამოვიქეცი, მამამ და მამის ოჯახმა უარი თქვა, ნაბიჭვარი არ გვჭირდებაო.

გამოვიქეცი და მიპოვნეს, ძალიან მცემეს, თმით მათრიეს, მამიდამ გადამარჩინა, სასიკვდილოდ განწირულს მეც მივლიდა და შენც დედიკო, გადაგვმალა, მაგრამ მაინც გვიპოვეს იმ ურჯულოებმა და მაინც გაგვამწარეს. შენ თბილისის ბავშვთა სახლში ჩაგაბარე, 1998 წლის 17 ოქტომბერს, დაიბადე 1998 წლის 1 აპრილს. სიკვდილი გამოვიარე, როცა ბავშვით ხელში ვიდექი იმ დაწყევლილ ადგილას და უნდა მიმეტოვებინე, მაშინ, როცა შენ ტიტინებდი, ყველაფერი გაინტერესებდა და გიყვარდი. დაგტოვე, თორემ კიდევ რომ ვეპოვნეთ ცოცხალი ვერ გადარჩებოდი, მოგკლავდნენ დედი…

შენი სახლი კრავაი მუშკუდიანია და იმედია, ეს სახელი და გვარი გაქვს ახლა…. არ მინდა შენი ცხოვრების არევა, ახლა დავბრუნდი საქართველოში, დავიფიცე, რომ ფეხზე დავდგებოდი და დაგიბრუნებდი დედი, ამ ჯოჯოხეთში ვიცხოვრე და გეფიცები, თუ ვტყუოდე მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოს, თუ რომელიმე საათში შენზე არ მეფიქროს და მედარდოს, გაშვილებული დამხვდი, მხოლოდ ეს მითხრეს, მეტი არაფერი….

დედის წყევლა ხომ ყველაზე მწარეა და აუხდა ბაბუაშენს, თუ სადმე მტანჯველი სიკვდილით დაღუპულა ვინმე, ერთ-ერთი მათთაგანია, მკვდარი დამხვდა ეგ ძაღლი, მე კი მომინელა და დამწვა ცოცხლად. შვილის ბედნიერი წლები წამართვა და დამტოვა ცოცხალ მკვდრად. დედი, თუ ამას წაიკითხავ და შენი სახელი გეცნო, გეხვეწეები გამომიჩნდი, ერთხელ დამენახე და თუ რამე მაქვს სიცოცხლის ჩათვლით ყველაფერი წაიღე, მახსოვს შენი სუნი, ყველაფერს ვფიცავარ და მახსოვს შენი ყველა ნაკვთი. არ მინდოდა, რომ სხვას გაეზარდე მაგრამ მომიკლავდნენ შენ თავს და შვილის სიკვდილს მანახებდნენ, ცოცხლად არ დაგტოვებდნენ… “, – წერს დედა