ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა - ნახეთ ეროვნული ვალუტის ახალი კურსი


ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0105 პუნქტით გამყარდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.4503 ლარი იყო. ხოლო დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4398 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს მისი ღირებულება 4.1818 ლარი იყო და მისი კურსი 4.1319 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.