აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 963 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 963 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 091 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 17-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 322 761 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 296 875 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი, 4 597-ს აღწევს. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 21 289-ს შეადგენს.