ნიკა გვარამია დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება


''მთავარი არხის'' გენერეალური დირექტორი დავით გარეჯში მომხდარ ამბავს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

"დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ჩვენს გადამღებ ჯგუფს და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ მთვრალი სასულიერო პირები და გამგებლის მიერ მობილიზებული ზონდერები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, დააზიანეს აპარატურა და აგინეს უშვერი სიტყვებით.

კატეგორიულად მოვითხოვთ ამ პირების გამოვლენას და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო" - წერს ნიკა გვარამია