გორელი მოკრივეების კიდევ ერთი წარმატება - ნახეთ მათი შედეგები





თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ვარიანის კრივის სკოლის მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს. ტურნირიდან 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. შეჯიბრების ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: ნოდარ ხიზანიშვილი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში და თორნიკე მაისურაძე 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში.