"ფსიქოლოგიურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა" - გორის გორმა ლიგა 3-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა


გორის გორმა ლიგა 3-ში პირველი გამარჯვება დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა

დღეს ქართლის სტადიონზე მე-6 ტურის შეხვედრა გაიმართა სადაც დავით შუბითიძის გუნდი გურიას უპირისპირდებოდა.

შეხვედრის მე-3 წუთზე ანკობოს გოლით დავწინაურდით და ბიჭებიც პირველი გამარჯვების მოლოდინში იყვნენ უკვე თუმცა 45 და 48 წუთებზე გურიამ ცივი შხაპი გადაგვავლო და მატჩის ბედი 180 გრადუსით შემოატრიალეს. შეხვედრის 64'ე წუთზე ანკობომ ლიდერობა კვლავ თავის თავზე აიღო და დუბლი გაიფორმა. მატჩის კულმინაციამ კი ბოლო წუთებზე მოხდა, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე იოსებ მოლაშვილმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და გუნდის პირველი 3 ქულა მოუტანა და ფსიქოლოგიურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა "- წერს გორის ,,გორის" ადმინისტრაცია.