გორელების მორიგი წარმატება თავისუფალ ჭიდაობაში - რუმინეთში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა


1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელებმა, რუმინეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკთა შორის, თავისუფალ ჭიდაობაში.

"ოქროს მედლის მფლობელი გახდა ზურაბ რომელაშვილი (110 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა, მწვრთნელი არკადი ხინჩიკაშვილი)

ბრინჯაოს მედალი აიღო ნიკოლოზ ხვედელიძემ (48 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა. მწვრთნელები დავით პოღოსიანი, ოთარ ტლაშაძე)

საქართველოს ნაკრებმა ამ შეჯიბრებაზე სულ 15 სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შეძლო და ამ შედეგით გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა." - წერს სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.