❗ (+18) ''ნაწამები და თავმოჭრილი შვილი დედამ ტყეში იპოვა'' - ნახეთ სასტიკი მკვლელობის დეტალები ( შემთხვევა ირანში)


სასტიკი მკვლელობა, რომელმაც მსოფლიო შეძრა.

ალირეზა ფაზელი მონფარედს, 20 წლის ირანელ კაცს ოჯახმა თავი მოკვეთა

ირანული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, სასტიკი მკვლელობის მიზეზი ალირეზას ორიენტაცია გახდა.
მონფარედის დედასა და ახლო მეგობართან საუბრის შემდეგ, ლგბტ ჯგუფმა ''6Rang'' ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბიჭი 4 მაისს მოკლეს.რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მისმა ნახევარძმამ შეიტყო, რომ ის გეი იყო.

მას სურდა, რომ თავი დაეღწია ირანის სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის, რომ სხვა ქვეყნებში თავშესაფარი მოეთხოვა. ის გეგმავდა ქვეყნის დატოვებას, რაც მისმა ძმამ აღმოაჩინა ჯარის თავიდან ასარიდებლად მომზადებული საბუთები, სადაც მისი სექსუალობის შესახებ ეწერა.

''6Rang''-ის წარმომადგენლების განცხადებით, ალირეზა მისმა ნათესავებმა შორეულ სოფელში წაიყვანეს და მოკლეს.
20 წლის ბიჭის მკვლელობას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, მომხდარის შესახებ სოციალურ მედიაში არაერთმა ვარსკვლავმა დაწერა.

მონფაერდი არაბულ-ირანული წარმომავლობის იყო და ქალაქ აჰვაზში ცხოვრობდა. ის დედისერთა იყო, თუმცა მამის წინა ქორწინებიდან ნახევარძმები ჰყავდა.

ოჯახს არ მოსწონდა ის სტილი, რომლითაც ალირეზა სოციალურ ქსელში ჩნდებოდა. მონფარედი მეგობრებთან ჰყვებოდა, რომ მამის ოჯახი ხშირად ემუქრებოდა მოკვლით.
ის ირანიდან წასვლას ცდილობდა და ევროპაში ახალი ცხოვრების დაწყებას ოცნებობდა.
"იქნებ შვედეთში, ან ნორვეგიაში წავიდე..." - ამბობდა ბიჭი ერთ-ერთ აუდიოგზავნილში, რომელიც მეგობარს გაუგზავნა.

ჰომოსექსუალობა ირანში ფსიქიკურ დაავადებად არის მიჩნეული. გეიდ ყოფნა ქვეყანაში აკრძალულია და სიკვდილით ისჯება, თუმცა კანონი აძლევს უფლებას ჰომოსექსუალ მამაკაცს, თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს.


4 მაისს, მონფარედი გასამგზავრებლად ბოლო საჭირო შენაძენს აკეთებდა და წავიდა მაღაზიაში, რათა თავისი ტელეფონი გაეყიდა. მაღაზიის გარეთ, მანქანაში მას სამი ნათესავი მამაკაცი - ნახევარძმა და ორი ბიძაშვილი ელოდებოდა. უთხრეს, რომ მასთან მამას გადაუდებელი საქმე ჰქონდა და სახლში წაიყვანეს.
თუმცა, სახლის ნაცვლად 20 წლის ბიჭი მიყრუებულ სოფელში მიიყვანეს, სადაც ის დანით მოკლეს.

მკვლელობის შემდეგ, ალირეზას დაურეკეს და უთხრეს კონკრეტული ადგილი სოფელში, სადაც უნდა მისულიყო - თავმოკვეთილი ბიჭი დედამ მეორე დღეს იპოვა.
მძიმე შოკის გამო ალირეზას დედა კლინიკაში გადაიყვანეს. ბიჭის მკვლელობის გამო არავინ დაუკავებიათ.