შემზარავი ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა - არიან გარდაცვლილები






შემზარავი შემთხვევა მოხდა ანანურთან, სადაც dianews.ge-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს, მიეჯახა სავაჭრო ობიექტებს და გადაბრუნდა.. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია სატვირთო ავტომობილის მძღოლი და სავაჭრო ობიექტში დასაქმებული ქალი.

როგორც dianews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.