ეროვნული ჩემპიონატი ტყორცნებში - გორელმა ბირთვისმკვრელმა წარმატებით იასპარეზა





თბილისში ჩატარებულ ეროვნულ ჩემპიონატზე ტყორცნებში, გორელმა ბირთვის მკვრელმა გიორგი ყეინაშვილმა საუკეთესოდ იასპარეზა.

გიორგიმ ბირთვი 18,40 მეტრზე ტყორცნა, რითაც ოქროს მედალი დაისაკუთრა და აქვე, ამ შედეგით, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის საგზურიც მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატი 15-18 ივლისს ესტონეთში გაიმართება, მსოფლიოს ჩემპიონატს კი 17-22 აგვისტოს კენია უმასპინძლებს.

ყეინაშვილი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის, მძლეოსნობის სექციის წარმომადგენელია, მისი პირადი მწვრთნელი კი, ცნობილი სპეციალისტი დავით მანთიძე გახლავთ", - წერს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.