გორელი სპორტსმენების კიდევ ერთი წარმატება - საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში


3 პირველი, 2 მეორე და 4 მესამე ადგილით დაასრულეს, მარნეულში გამართული საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა.

"შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ათზე მეტი ქალაქის და აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს კიკბოქსიორთა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. პირველობისათვის იბრძოდნენ, როგორ ჭაბუკთა და ახალგაზრდების ასაკობრივ კატეგორიებში, ასევე დიდებში.

გორელმა კიკბოქსიორებმა მწვრთნელის ვოვა ჯანეზაშვილის ხელმძღვანელობით ყველაზე უკეთ ახალგაზრდებში იასპარეზეს, სადაც ორი ოქროს მედალი ერგოთ ლუკა თოფჩიშვილსა (54 კგ) და ნიკა მთიულიშვილს (57 კგ).

გარდა ამისა, დიდებში, ჩემპიონი გახდა ბადრი გოგიჩაშვილი (75 კგ), მეორე ადგილები აიღეს ნიკა მაყიშვილმა (57 კგ) და გიორგი ბიბილურმა (75 კგ).

ოთხი მესამე ადგილი კი ჭაბუკ კიკბოქსიორთა მონაპოვარია. ესენი არიან: დიმა თინიკაშვილი (48), შოთა გიკაშვილი (57), მირიან ოქროპირიძე (67) და გიორგი ზაზარაშვილი (75).", - წერს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო